|
2025-03-19 15:33:28, 554 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგანაც გათავისუფლების შემთხვევაში, მათ შორის არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით, უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით, მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მტკიცებულებები წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარესაც, მათ შორის იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ის კანონით არ იყო მოპოვებული, აღნიშნული დასკვნა სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად მაინც დაურთო. თავად ბრალდებული კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკა კაციას განცხადებით, მას „ნარკოტიკები ჩაუდეს“, შესაბამისად მისი საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი”. ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)