|
2025-03-18 14:44:03, 794 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს, ასევე შუამდგომლობებს განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესს ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ამაღლობელის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა, პლაკატები ჩამოწიონ, ვინაიდან სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შეძახილებით „თავისუფლება მზიას“. გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)