|
2025-03-17 18:41:51, 828 ნახვა
სამართალი
„პუბლიკის” ნაცემი რეპორტიორი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო
„პუბლიკის” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქეშელაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა – ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბრის ღამეს] განვითარებულ მოვლენებზე – ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით. ალექსანდრე ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მასზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. საქმეზე ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)