|
2025-03-13 11:24:53, 1094 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ვინც კურსკშია შემოჭრილი, არიან ტერორისტები და უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს
ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა. "ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, ამის მიუხედავად, საჭიროა ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა, თუმცა აქვე დაიმუქრა, რომ ჟენევის კონვენცია უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებზე არ ვრცელდება. "სწორედ ახლა ვალერი ვასილევიჩმა (გერასიმოვმა) ახსენა ტყვეები. თუმცა, ამ ადმიანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად. ჩვენ ყველა ადამიანს ვექცევით და მომავალშიც უნდა მოვექცეთ ჰუმანურად - ყველას, ვინც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოელ დაქირავებულებზე ჟენევის 1949 წლის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის კონვენცია არ ვრცელდება." - თქვა პუტინმა. გასულ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ.
პაპუაშვილი – გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ
პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება
ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება
მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)