|
2025-03-12 14:08:27, 753 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს დავით მგელიაშვილი განიხილავს. დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება. როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი პროცესის შემდეგ გაირკვევა საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, თუ საერთოდაც შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა. სხდომას ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პოლიტიკოსები: ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, ვატო სურგულაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)