01:35 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 13:02:27, 1041 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გიორგი ტიხიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები იყო „ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რომელშიც ოდესმე მიუღია მონაწილეობა“ დიპლომატიის ხელოვნების, სტრატეგიული აზროვნების, არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიების, მოქნილობისა და სიმტკიცის გონივრული ბალანსის, საბოლოო მიზნისთვის ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმის უნარის თვალსაზრისით.

„ეს ყველაფერი გუშინ აჩვენა უკრაინულმა დელეგაციამ და პირველ რიგში, უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც დისტანციურად წარმართავდა მოქმედებებს. რა თქმა უნდა, ყველა დეტალი შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ“, – აღნიშნა ტიხიმ.

გიორგი ტიხის განცხადებით, მოლაპარაკებები რვა საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

„ისტორიკოსები არასაკმარისად აფასებენ ადამიანის რესურსის გამოფიტვის როლს ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ბოლო საათებში, როდესაც დაღლილობა უკვე იგრძნობა, უცებ შესაძლებელი ხდება ჩიხიდან გამოსვლა და კომპრომისებიც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, მთას ის იპყრობს, ვისაც შეუძლია ბოლო ერთნახევარი კილომეტრის გავლა მხოლოდ ნებისყოფითა და ხასიათით, ასევე ემოციების კონტროლით. ფაქტობრივად, შეხვედრის წინა დღეებში ეს იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც, ვფიქრობ, საერთო ჯამში გავუმკლავდით“, – აღნიშნა ტიხიმ.

ამასთან, სპიკერმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებლების პირადი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობის საბოლოო ეტაპებში, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პირადად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სწორედ მან წარმართა დელეგაციის მოქმედებები რიგი პრინციპული პოზიციების დაცვისკენ და მოქნილობისკენ სხვების მიმართ, რამაც საშუალება მოგვცა, მიგვეღწია საბოლოო დადებითი შედეგისთვის“, – განაცხადა ტიხიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics