|
2025-03-10 19:04:16, 829 ნახვა
სამართალი
აქციებზე დაკავებული 11 პირის შემდეგი წინასასამართლო სხდომა 25 მარტს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის:ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა - საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილა. საქმეზე შემდეგი წინასასამართლო სხდომა 25 მარტს, 13:00 საათზე მხარეების რეპლიკებით განახლდება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა, თავის მხრივ პროკურატურამ ადვოკატების რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა. პროცესი ნაწილობრივ დახრულ რეჟიმში ჩატარდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს სხდომის გახსნის შუამდგომლობით მიმართა. წინა სასამართლო სხდომიდან, რომელიც 5 მარტს გაიმართა, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. ადვოკატებმა დღევანდელ, 10 მარტის შუამდგომლობაში განმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე აღარ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი, რომ პროცესი დახურული იყოს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შვანგირაძემ გადაწყვეტილება "წესრიგის დაცვის" მოტივით დაასაბუთა. მისივე თქმით, ნაწილობრივ დახურვით, სხდომის საჯაროობა არ ირღვევა. პროცესს ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ დაეწსრნენ. 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)