|
2025-03-06 16:06:08, 766 ნახვა
სამართალი
სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ლიეტუვის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ესწრებიან
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი დაიწყო - სხდომას, ბათუმელების ინფორმაციით, ესწრებიან ლიტვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი, ასევე ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. სხდომის დაწყებამდე საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ TV პირველთან თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შედგენილი დაკავებისა და სამართალდარევის ოქმები გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს. მისივე თქმით, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება მზია ამაღლობელის სანიმუშოდ დასჯისა. "დღეს არის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმე. მის წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ე.წ. სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით, რაც ასევე ემყარება არასწორ მტკიცებულებებს და არასწორ ოქმებს, მათ შორის იგულისხმება დაკავების ოქმი, სამართალდარღვევის ოქმი. ეს ორივე დოკუმენტი არის გაყალბებული მონაცემების შემცველი. ჩვენ, რა თქმა უნდა. გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რასაც ედავებიან ის. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ამ ნაწილში ის პასუხისგებაში იყოს მიცემული ამ ნაწილში. ეს საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან. გუშინწინ ჩატარდა სხდომა და დაუსაბუთებლად, ყველანაირი საფუძვლის გარეშე სასამართლომ კიდევ დატოვა პატიმრობაში. ყველაფერი ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს დაინტერესება, რომ მზია სანიმუშოდ დაისაჯოს" - თქვა ქურდოვანიძემ. 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)