|
2025-03-06 13:42:25, 1153 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული
ქალაქ კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე უცხოელი მოხალისეების ჯგუფი განთავსდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმროში განთავსდნენ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები - უკრაინის, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. "სამწუხაროდ, ამ დარტყმას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, თავდასხმის ადგილზე მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური აგრძელებს. „იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)