18:19 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 12:40:20, 1093 ნახვა

საზოგადოება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge

თუ აპლიკანტები რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ დაასრულებენ რეგისტრაციას, მათ საშუალება ექნებათ ეს პროცესი 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ. 

ამასთან, ცენტრალური განცხადების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირების პროცესი მრავალეტაპიანია. ძირითად ეტაპზე აპლიკანტებმა უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური, შეავსონ პირადი მონაცემები, აირჩიონ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შესაძლებელი იქნება 10 აპრილის 18:00 საათამდე. ამავე თარიღამდე გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ. 

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს განაცხდება პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა. მათ იქნება საშუალება, შეცვალონ, წაშლან ან გადაანაცვლონ საგანმანათლებლო პროგრამები აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ის გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუმცა, როგორც აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრი, მომავალ წელს შესაძლოა, არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ალტერნატიული პროექტი შემუშავდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics