|
2025-03-04 17:55:57, 585 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რომ არა ბიძინა ივანიშვილის ჭადრაკისებური გათვლები, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება
ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული სამი წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. „რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირი მოთხოვნები იყო, პირდაპირი ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას. გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა. იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით ოკუპაციის შემდეგ, ღია ტექსტებით მიდიოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ამას მოჰყვა მთელი პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე. გვითხრეს ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. შემდეგ წელიწად-ნახევარი უარი კანდიდატის სტატუსზე, ამასაც ზუსტად იგივე მიზეზები ჰქონდა. ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. რომ არა საზოგადოების თანადგომა, რა თქმა უნდა, ვერავითარი გათვლები და ვერავითარი სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას. ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)