19:08 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 00:14:24, 920 ნახვა

საზოგადოება
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ხულოში, სოფელ საციხურში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის განადგურების გამო.

მეჩეთი მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. იგი ჩვენთვის სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და განათლების კერაა.

ეს მძიმე დანაკარგი გულს გვტკენს, თუმცა გვწამს, რომ მეჩეთი მხოლოდ კედლებისგან არ შედგება. ის ცოცხლობს მორწმუნეთა გულებში, სადაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება სუფევს.

ვლოცულობთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა მოგვმადლოს ძალა და შესაძლებლობა, რათა სულ მალე აღვადგინოთ იგი და კვლავ განაგრძოს „ჯემაღ'ეთმა" ღვთიმსახურება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის და გვერდში დაუდგნენ ჩვენს ძმებსა და დებს, რათა სულ მალე ავაგოთ ახალი მეჩეთი. - წერია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics