12:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 18:13:40, 685 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური - სიაში ვხედავთ, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ამ ადამიანების ციხეებში მოთავსება მოხდეს.
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების მიერ „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების, პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების დასანქცირება წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას. გიგაურმა განმარტა, რომ ეს ადამიანები არღვევენ ადამიანის უფლებებს, იღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს და არიან ჩართულები საქმეებში, რომლებიც ხელს უშლიან 53 პატიმრის თავისუფლებას. 

“რომ შევხედოთ ვისი დასანქცირება ხდება - ესენი არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, უკანონო დაწყვეტილებს იღებენ, ჩართულები არიან იმ 53 ადამიანის საქმეში, რომლებიც დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მათ წინააღმდეგაც  აბსოლუტურად უკანონოდ არის დაწყებული ყველა ის გამოძიება, რასაც ჩვენ ვხედავთ. 

სიაში ვხედავთ, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ამ ადამიანების ციხეებში მოთავსება მოხდეს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეებს, პოლიციელებს, პროკურორებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები პრობლემა არ იყოს, მაგრამ მათთვის იქნება პრობლემები. ამ სანქციების შემდეგ ისინი ვერ ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნებში და ვერ გამოიყენებენ იმ სიკეთეებს, რომლებიც ევროკავშირმა მოგვანიჭა"- ამბობს გიგაური. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics