14:13 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 11:38:09, 401 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩი ძალადობის თანამონაწილეა და აგრძელებს ძალადობის წახალისებას

ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას ღიად აწარმოებდა, არც ერთხელ არ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩი ძალადობის თანამონაწილეა და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა აღარ არის წარმატებული.

„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. გახსოვთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ კამპანიას ღიად აწარმოებდა, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც, სამწუხაროდ, არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებმა ყველაფერი იცის, ქართულმა საზოგადოერბამ იცის, თუ რა მდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები, მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics