|
2025-02-21 16:57:28, 572 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს სურს ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა
მე ვარ საქართველოს ლიგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლიგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნები რუსული მეთოდოლოგიით გააყალბეს და რომ მესამე თვეა ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავს, საპროტესტო აქციებს აგრძელებს. „ხალხი ქუჩაში აგრძელებს პროტესტს. ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და როდესაც ღრმა კრიზისში ხარ, ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდე ხალხთან და ჰკითხო, რა სურთ რეალურად. შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ქართველ ხალხს სურს, არის ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება, თავიანთი ხმების უკან დაბრუნება, რათა დაიბრუნონ მომავალი და არ წავიდნენ რუსეთის მიმართულებით, მიმართულებით, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)