|
2025-02-21 14:13:42, 579 ნახვა
საზოგადოება
იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა
მიმდინარე წლის იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით ნაერთ ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა. ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თანახმად, 2025 წლის იანვარში, ბიუჯეტის შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან, ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში 15 918 782 ლარია. სხვა დარღვევებისთვის სანქციების რაოდენობა კი ასეთია: საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 12 330 225 ლარი; დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 727 076 ლარი; უბილეთო მგზავრობის გამო 103 028 ლარი; საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო 10 040 ლარი; შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 1 384 514 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო 56 344 ლარი; საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო სანქციებიდან 169 900 ლარი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი 683 685 ლარი; სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 57 000 ლარი; სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე 69 401 ლარი; პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო 32 500 ლარი; შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ 195 100 ლარი; სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო ჯარიმებმა კი 2 142 096 ლარი შეადგინა.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)