|
2025-02-20 13:42:39, 407 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ღალატი პროფესიად იქცა და ამის მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, ცდილობს ჩაანაცვლოს სააკაშვილი
ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა - ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს სააკაშვილი და თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის მთავარი იდეა საქართველოს დამარცხებაა. "ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა. დროშა მოიპარა და ისევ ამბობს, პრეზიდენტი ვარო. ჯერ ეს ერთი, ეს სისულელეა, მაგრამ ამ სისულელის უკან ცდილობს, რომ ჩაანაცვლოს სააკაშვილი და თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია. მან ასეთი როლი შექმნა კარნახით, რასაკვირველია. როგორ ასრულებს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთვის სიკეთე არავის უნდა. საქართველოს დამარცხებაა მათი მთავარი იდეა. დამარცხება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ევრობიურაკრატიის გარკვეული ინტერესები გაატარონ საქართველოში, რომ თუ ვერ შედგა რუსეთის და ამერიკის დაპირისპირება, ვერ აინთო ცეცხლი, თუ ვერ შედგა ომი, ახლა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირების პოლიგონი შედგეს. ეს მათი ამოცანაა. ეს მარიონეტული ჯგუფია. ეს არ წარმოადგენს რაიმე თვითმყოფად პოლიტიკურ სტრუქტურას, ან კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც გარკვეული იდეა აქვთ. ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)