|
2025-02-20 12:08:06, 371 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს
„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“. მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. „3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა. გარდა ამისა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპს ეთანხმება იმაში, რომ ზელენსკის შეეძლო, რუსეთთან ომი აეცილებინა". მისი თქმით, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს. „მე მაგ შეფასებაში ვერ შევალ ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, თუმცა ბატონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმაში ვეთანხმები, რომ ზელენსკის შეეძლო, ეს ომი აეცილებინა. ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინას შეეძლო ამის თავიდან აცილება, უბრალოდ ზელენსკი წაახალისეს და შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა. ეს ომი მას თავიდან უნდა აეცილებინა," - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)