|
2025-02-18 18:13:26, 394 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე
ვაშაძის თქმით რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი " დავსვათ კითხვა, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს? რისი გადაფარვა სურს ამ ქმედებით? პასუხი მარტივია: რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე, რადგან: 1. არავინ ცნობს "ქართული ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ! 2. სუსტია, რადგან ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრებმა დაუწესეს სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს; 3. სუსტია, რადგან პროტესტი არ ჩერდება და ხალხი ყოველდღე უფრო ხმამაღლა მოითხოვს ცვლილებებს; მიუნხენიდანაც მათ არანაირი მოსაწვევი მიუღიათ, სრულ იზოლაციაში არიან და იზოლაციაში მყოფი "ქართული ოცნება" კვერცხის უკან იმალება. კვერცხები ლეგიტიმაციის ნაცვლად - ეს არის მათი არჩევანი! სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო "ქართულ ოცნებას" კარი ყველგან დახურული აქვს - მათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ! რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი! არ ავყვეთ მათ პოლიტიკურ ცრუ დღისწესრიგს! ჩვენი ბრძოლა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის გრძელდება!" - განაცხადა ვაშაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)