|
2025-02-17 12:21:44, 645 ნახვა
საზოგადოება
SJC- მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებს, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. SJC-ს ცნობით, 2024 წლის დეკემბრის თვიდან დაწყებული საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები დღემდე გრძელდება. "სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით". - წერია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში, რამაც დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის - სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები. "ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების არგაგრძელება. ეს პრაქტიკა ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, როცა შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელებას საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი, შრომითი ურთიერთობის დასრულება უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი. მსგავსი ფორმით გაათავისუფლეს სამსახურიდან თანამშრომლები არაერთი საჯარო უწყებიდან, მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიიდან და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. აღსანიშნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - 80-ზე მეტი თანამშრომელი (30-31 დეკემბრის მონაცემებით)." - წერს SJC.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)