20:41 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 12:15:20, 423 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზდიენტი სალომე ზურაბიშვილი ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის" ფარგლებში,  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

,,პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეხუთე პრეზიდენტს დღესვე დაგეგმილი აქვს შეხშეხვედრები მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან.

დღესვე სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს. დაგეგმილია მე-5 პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics