21:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 10:54:14, 374 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან გამართავს.

მიუნხენში შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, რომელთა ფარგლებშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics