22:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 09:48:24, 494 ნახვა

სამართალი
საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული

საბერძნეთში, მელისიაში, დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალს იმ ბინის გაქურდვას ედავებიან, რომელშიც ის დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების თანახმად მან წყვილის სახლიდან 8000 ევროს ღირებულების სამკაულები და ვერცხლის ჭურჭელი გაიტანა. 

მედიის ინფორმაციითვე, აღნიშნული ქალი 2020 წელსაც დააკავეს. ათენის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის როგორც ბანდის წევრი, მასობრივ ქურდობებში მონაწილეობდა და ფულსა და ძვირფასეულობას იპარავდა იმ სახლებიდან, რომლებშიც მუშაობდა. 

ამის შემდეგ ის ციხიდან გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს და ქვეყანა დატოვა. თუმცა, 2025 წლის 24 იანვარს საბერძნეთში, უნგრეთის გავლით შეცვლილი სახელითა და გვარით შევიდა. 

დანაშაულში თანამონაწილეობისთვის დააკავეს ქალის ქმარიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება - "ქართველი კრიმინალური წყვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ჩამოართვეს ძვირადღირებული საათები, მათ შორის ROLEX და BVLGARI"- წერს ბერძნული მედია სტატიაში სათაურით- "ქართველი დამხმარე ძვირადღირებული მოპარული ROLEX-ით" .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics