|
2025-02-13 11:10:10, 358 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის
საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან მგალობლიშვილი ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური კურსისა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა. უწყების ცნობითვე, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც უნგრეთი საქართველოს მიმართ იჩენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)