|
2025-02-13 10:31:08, 378 ნახვა
ეკონომიკა
როგორ ვითარდება საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირი
საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები წლების განმავლობაში ვითარდებოდა. დღეს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და ისრაელში მიმდინარე ომის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის ტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადები მაინც მზარდია. როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები და რა მაჩვენებლები გვაქვს 2024 წელს ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური ურთიერთობები? ისრაელური ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაინტერესდა. იმ დროისთვის პირდაპირი ისრაელური ინვესტიციები მცირე იყო, თუმცა წლების განმავლობაში ინტერესი რიცხვებთან ერთად იზრდებოდა. რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს შემოვიდა, რაც $37.6 მილიონს შეადგენდა. 2022 წელს კი ინვესტიციის მოცულობა $35.6 მილიონი იყო. 2023 წელს პირდაპირი ისრაელური ინვესტიციის მოცულობა $24.4 მილიონამდე შემცირდა, 2024 წლის პირველ 9 თვეში კი $24.4 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით [$17.2 მლნ] გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური სტატისტიკა მარტში გახდება ცნობილი. ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეექვსე ადგილს იკავებს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ისრაელიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვები ყოველწლიურად იზრდებოდა. 2024 წელს საქართველოში ისრაელიდან $248.5 მილიონი გადმოირიცხა, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ასეთია: 2020 წელი - $156.8 მლნ; 2021 წელი - $186.7 მლნ; 2022 წელი - $199 მლნ; 2023 წელი - $215.1 მლნ; 2024 წელი - $248.5 მლნ; ვაჭრობა საქართველო-ისრაელის ვაჭრობის სტატისტიკა არც ისე მოცულობითია და წლების განმავლობაში ხან მცირდებოდა, ხან კი იზრდებოდა. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 61%-ით 59.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისრაელთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი ადგილი ექსპორტს უკავია. 2024 წელს საქართველომ ისრაელში საქონლის გაყიდვით $37 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 79%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან ისრაელში თხილისა და ხილის წვენების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება: თხილი და სხვა კაკალი - $4 მილიონი, 485 ტონა; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $2.5 მლნ, 3 447 ტონა; 2024 წელს საქართველოში შესრულებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)