|
2025-02-12 14:27:54, 372 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს
2003-2012 წლების ხელისუფლების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს. პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება, სადაც აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ. ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები იქნებიან თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით კი კომისიის წევრები იქნებიან – „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია. საგამოძიებო კომისია ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)