|
2025-02-12 12:19:05, 398 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იმას, რასაც ხალხი ითხოვს. „პირველ რიგში თუ ვინმე ითხოვს ახალ და სამართლიან არჩევნებს, ეს არის საქართველოს ათიათასობით მოქალაქე. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანია, აღარ ესმის საქართველოს მოქალაქეების ხმა, რადგან პირდაპირი ხაზით არიან მიბმული და რასაც უკარნახებს რუსეთი, იმას ასრულებენ ყურმოჭრილად. პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები, ვინაიდან 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაცია არის ქართველი ხალხის ნების მოპარვა და მიტაცება. შესაბამისად, იმას, რასაც ითხოვს ხალხი, მხარს უჭერს დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზიანი, არანაირი სიკეთე აღარ არის მოსალოდნელი ამ რეჟიმის პირობებში, მხოლოდ ვითარების ძალიან სერიოზული დამძიმება. მესამე თვე დაიწყო უკვე, ამიტომ დგას ფეხმოუცვლელად ათიათასობით მოქალაქე და აპროტესტებს იმას, რაც მიიტაცა რუსულმა რეჟიმმა 26 ოქტომბერს. გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. რამდენიც არ უნდა ეცადონ, რომ ეს საკითხი გადადონ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწევთ მინიმალური სტანდარტების მქონე სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)