|
2025-02-11 12:13:56, 471 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან ახალი დაფინანსება მიიღო
ბაზისბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერა და ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამაზე. აღნიშნული დაფინანსება ბაზისბანკს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მეტ შესაძლებლობას მისცემს. 2012 წლიდან BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც მრავალ პროგრამას მოიცავს, მათ შორის ვაჭრობის დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებს, რომელთა ჯამური მოცულობა 183 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ამ წარმატებულმა თანამშრომლობამ მკაფიოდ წარმოაჩინა BSTDB-ის ვალდებულება, ხელი შეუწყოს ბაზრის განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდას და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და სავაჭრო ბრუნვის გაფართოებას საქართველოში. „მოხარული ვართ, რომ კიდევ უფრო ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას ბაზისბანკთან – სანდო პარტნიორთან და საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერთან. ეს ახალი დაფინანსება ასახავს ჩვენს მოწოდებას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ მდგრადობას და ზრდას, რაც მცირე და საშუალო საწარმოების – ეკონომიკის ხერხემლის გაძლიერებით მიიღწევა. BSTDB და ბაზისბანკი ერთად გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრესისა და რეგიონული განვითარების მყარ საფუძველს ქმნიან.“ - განაცხადა BSTDB-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სერჰათ ქოქსალმა. „BSTDB-თან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობით გრძელდება. ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას. BSTDB-თან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა საერთო ვალდებულების გამოხატვაა, რაც კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური საყრდენის მხარდაჭერას გულისხმობს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, BSTDB-ს, მუდმივი მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ მეტ წარმატებულ პროექტზე ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
BSTDB-ის შესახებ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია და მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონულ თანამშრომლობას სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მეშვეობით, რომლებიც მისი წევრი ქვეყნების ფარგლებში საჯარო და კერძო სექტორის პროექტებისა და ვაჭრობის დაფინანსებაზეა გათვლილი. ბანკის საწესდებო კაპიტალი 3.45 მილიარდი ევროა. ბაზისბანკის შესახებ ბაზისბანკი ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საქართველოს მე-3 უმსხვილესი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო პროდუქტებსა და მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ბაზისბანკს, როგორც სანდო პარტნიორს, გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს. ბანკს მჭიდრო კავშირები აქვს მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, კომერციულ ბანკებთან და საინვესტიციო ფონდებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)