|
2025-02-10 12:22:58, 603 ნახვა
საზოგადოება
ფიზიოთერაპია ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში
ფიზიოთერაპია თანამედროვე რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა გასული წლების განმავლობაში. დარგის ძირითადი მიზანია ფიზიკური ფუნქციისა და მობილურობის შენარჩუნება, აღდგენა და გაძლიერება,ტკივილის შემცირება და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება. ფიზიოთერაპიის მეთოდები თანამედროვე ფიზიოთერაპია მოიცავს ტექნიკების ფართო სპექტრს, მასში კომბინირებულია როგორც ტრადიციული,ასევე უახლესი მკურნალობის მეთოდები. რამდენიმე ძირითადი მეთოდია:
ფიზიოთერაპიის ძირითადი როლი რეაბილიტაციის პროცესში
თერაპევტები ტკივილის სამართავად იყენებენ ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა : დარტყმითტალღოვანი თერაპია, ელექტროთერაპია,ულტრაბგერითი თერაპია, სამკურნალო ვარჯიშები და სხვა.
სხვადასხვა ვარჯიშებისა და თერაპიების მეშვეობით,ფიზიოთერაპია ეხმარება პაციენტებს აღიდგინონ დაზიანებული მიდამოს ფუნქციები პოსტოპერაციულ და ტრავმის შემდგომ პერიოდში.
ფიზიოთერაპია ასწავლის პაციენტებს როგორ აიცილონ თავიდან მოსალოდნელი დაზიანებები.
ძალისმიერი ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთების ძალის აღდგენას და კოორდინაციის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და ნევროლოგიური დაზიანებების მქონე პირთათვის.
ფიზიოთერაპია , გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების მქონე პაციენტებს სთავაზობს აერობული ვარჯიშებს. ვარჯიშის ეს ტიპი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას,აუმჯობესებს გამძლეობას და ხელს უწყობს უსაფრთხო დაბრუნებას ყოველდღიურ საქმიანობაში.
ფიზიოთერაპიის ჩატარება აუცილებელია ისეთი ქირურგიული პროცედურების შემდეგ,როგორიცაა სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაცია,ოპერაციები მყესებზე და ხერხემალზე. ფიზიოთერაპია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ტკივილის,შეშუპებისა და შებოჭილობის შემცირებას.
ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის (როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება) ფიზიოთერაპია ფოკუსირებულია მოძრაობის,ბალანსის,კოორდინაციისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენაზე.
ფიზიოთერაპია,აქტიური ცხოვრების წესის წახალისებით,კვებისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით,ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებას. ეს ჰოლოსტიკური მიდგომა ეხმარება პაციენტებს სრულ გამოჯანმრთელებაში. მდგომარეოებები,რომლის დროსაც საჭიროა ფიზიოთერაპიის გაკეთება
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)