|
2016-03-08 11:53:06, 694 ნახვა
სამართალი
პროკურატურა პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატი კი, პატიმრობის შუამდგომლობას არ ეთანხმება. ლევან მექვაბიშვილს ბრალი ე.წ მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს, მარინა ფილაური სასაფლაოზე თავდასხმას "ყოფით ნიადაგზე მომხდარ შემთხვევას" უწოდებს. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)