|
2025-02-07 11:55:40, 511 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. როგორც დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე აცხადებს, ჩეჩინის დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა, მხარეს კი ნეიტრალურ მოწმედ თარჯიმანი ჰყავს წარმოდგენილი, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა. ჩხეიძის განმარტებით, ჩეჩინს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა აქვს მოგებული.
საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ჩეჩინმა ნარკოტიკული საშუალება „ალფაპევეპე“ - 4 გრამი უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა თბილისში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მიმდებარედ. ჭიტაძის თქმითვე, ნარკოტიკი ჩეჩინის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პროკურორის თქმითვე, საქმეზე დაიკითხება გამომძიებელი და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის თარჯიმანი. ასევე გამოიკვლევენ ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს. ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესს ნორვეგიისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. შეგახსენებთ, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)