|
2025-02-06 16:29:41, 465 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - თუ გახარიას გუნდი არ მიიღებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას, ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდს, სავარაუდოდ, მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მანდატები ავტომატურად შეუწყდებათ. მისივე თქმით, თუ იქამდე ისინი განცხადებას შეიტანენ პარლამენტში მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა “მყისიერად დაუკმაყოფილებს.” "გუშინ ვიხილეთ “ქარდების” კამპანია გახარიას გუნდის წევრების მხრიდან. სერიოზული ბულინგი წავიდა კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობიდან”. ეს "ქარდები" მათ აიღეს. როგორ შეთანხმდებიან, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. უფრო სწორედ, რა დავალება წამოვა, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ბატონ გახარიას, თუ არ ვცდები, მაისამდე არის ის ვადა, როდესაც თუ ისინი არ მიიღებენ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები. ან თავისი პირადი განცხადებები უნდა შემოიტანონ, რასაც მყისიერად დავუკმაყოფილებთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ძალიან საინტერესო იყო “ქარდები”, როდესაც ბატონმა გახარიამ “ნაცებად” მოიხსენია “ქართული ოცნება”, ღიმილის მომგვრელია. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბატონ გიორგი გახარიას აქვს კოალიცია გაფორმებული 4 მუნიციპალიტეტში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და ეს ნურავის ნუ დაავიწყდება. ჩემი პირადი ვარაუდია, რომ ამ “ბანერებით” იგი ცდილობდა თითქოს გამიჯვნოდა ნაციონალურ მოძრაობას. მისი მხრიდან ეს ნაბიჯი იყო ალბათ, შემდეგ ძალიან დაბულინგდა, შეიძლება მათი საერთო გარე უფროსებისგანაც ამის გამო საყვედური მიიღო და ფაქტია, მოუწია ამ ბანერების აღება”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)