|
2025-02-06 14:00:38, 376 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს - მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!
რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი - ის ყოველთვის ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, მოხდა ლუსტრაცია თუ “ვის და როგორ ემსახურება მამუკა ხაზარაძე”. “ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის ვინც დღეს არის - ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? - იმიტომ, რომ მისი არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!” - განაცხადა ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)