09:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:53:13, 456 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების დათხოვნის გეგმასთან დაკავშირებით მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

ზურაბიშვილის თქმით, სრულიად მიუღებელია თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირება და მასში რეპრესიების გატარება.

"როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის საყრდენი. არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება. მინდა მივმართო ჩვენ სამხედრო ძალებს და ვუთხრა, რომ ბოლომდე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში, რათა მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო" – ამბობს ზურაბიშვილი.

4 თებერვალს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თებერვლის ბოლომდე, პირველი ტალღის შედეგად სამინისტროდან, სულ მცირე, 200 ადამიანის გაშვება იგეგმება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics