|
2025-02-05 17:42:02, 402 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, გარედან მართულ სისხლიან რეჟიმს
ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი - კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება, რომელიც ჩადენილი იქნა 9 წლის განმავლობაში იმ აგენტორული რეჟიმის მიერ, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში. „რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე - ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება ციხეებში სისტემური დანაშაული, ეს არის ასევე ბიზნესის რეკეტი, ეს არის 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე. ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)