|
2025-02-05 14:34:44, 368 ნახვა
პოლიტიკა
გია ბარამიძე - ვიდრე მოღალატეობრივი რეჟიმი არ დამარცხდება, ქვეყნის დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხეშია
ამ რეჟიმისგან აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა გიგი უგულავას გარდა კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება. როგორც სასამართლოში მისულმა ბარამიძემ განაცხადა, ვიდრე მოღალატეობრივი რეჟიმი არ დამარცხდება, იქამდე ქვეყნის დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხეშია. „2013 წლიდან ვიცით, რომ ესენი მოღალატეები და რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდა არიან. უბრალოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს და ეს ბევრად მეტმა ადამიანმა გაიგო. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ახალი არ არის, ამ ბრძოლაში ვართ დიდი ხანია, ბევრი ჩვენგანი დაიჭირეს, ბევრზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ბევრი იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, ასე რომ, ამ ბრძოლაში მე-13 წელია ვართ. ახალი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენთვის არაფერია. სანამ ამ მოღალატეობრივ რეჟიმს არ დავამარცხებთ, ყველა მოქალაქე, ქვეყნის დემოკრატია, კურსი, თავისუფლება საფრთხეში იქნება“, - განაცხადა ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)