|
2025-02-05 12:02:47, 644 ნახვა
ეკონომიკა
500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო
სტარტაპების სწრაფი ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობისათვის, 500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის გავლა ბმულზეა შესაძლებელი. საქართველოში 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ტარდება. აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან, უკვე 80-ზე მეტი სტარტაპი გადამზადდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ვენჩურული ფირმის გლობალური ქსელის წევრები. რატომ უნდა შეუერთდეთ 500 Global in Eurasia-ს? ეს არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები თბილისში ორ კვირიან ინტენსიურ კურსს გაივლიან ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. მომდევნო რვა კვირის განმავლობაში კი, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს, სტარტაპები მენტორების ზედამხედველობით ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი სტარტაპის ზრდისთვის ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი შეარჩიონ. ბოლო ორი კვირა კი ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებას და პრეზენტაციაზე მუშაობას დაეთმობა, რომელსაც სტარტაპები პროგრამის დასრულების შემდეგ, პოტენციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას დასკვნით ღონისძიებაზე - Demo Day-ზე წარუდგენენ. 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia. 500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)