|
2025-02-04 13:54:20, 384 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი - ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას
20 დღის შემდეგ ყოველი დღე უფრო მძიმეა. ურთულესი პროცესია და ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ცოცხალი სჭირდება ამ ქვეყანას, გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, პარლამენტთან, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ასევე ლევან გოგიჩაიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისივე შეფასებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება, იმავე სქემას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენა, ვეღარ გამოიყენებს. „პროტესტს რაც შეეხება, პროცესი გრძელდება. დღეიდან დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ლეგიტიმაციას [პარლამენტს] არ ვაძლევთ. გავაკეთეთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ არ ყოფილიყო ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის ცნობა. ქვეყნის შიგნით 69-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. ამიტომ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენივე ლოგიკით დანიშნეთ არჩევნები. თქვენ თუ ამბობთ, რომ თქვენს ელექტორალურ ხმებს ძვრა არ აქვს, რა პრობლემაა, დანიშნეთ არჩევნები და ვნახოთ. არჩევნები რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, საშემოსავლო გადასახადი კი რამდენიმე მილიარდი, რომლის უმეტესს წილსაც ოპოზიციურ ამომრჩეველზე მოდის, ჩვენ თანახმა ვართ, ჩვენი გადასახადით ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო თანხას, ყოველთვიურად იპარავს მერიის ბიუროკრატია, მაგრამ იმიტომ არ ნიშნავენ, რომ იმავე სქემას ვეღარ დაატრიალებენ. ჩვენ არ ვდავობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს, მათ 600 000 ადამიანი უჭერს მხარს, მაგრამ არა მილიონ ასი ათასი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს პარტიაზე - „გახარია - საქართველოსთვის“ - ხმა აიღო, მაგრამ 53% არ აუღია. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავდეს, მაგდენი ხმა არ აუღიათ“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)