12:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 16:57:21, 383 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - დაშავდნენ პოლიციელები, ამაზე არავინ ლაპარაკობს

[გუშინ] დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ასევე დაშავდნენ პოლიციელები, „მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს“.

ვოლსკის განცხადებით, „არ არსებობს არჩევნების გაყალბება და არ არსებობს საგარეო კურსის ცვლილება“.

„ამ მოგონილი, რაღაც ისტერიული განცხადებებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სახელმწიფოს. შესაძლოა, იქ ძალის გადამეტებას გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დაპირისპირება მოხდეს სამართალდამცავებთან, როდესაც აუცილებლად მოხდება ფიზიკური დაპირისპირება და ამ დაპირისპირების დროს ადამიანები შავდებიან. დაშავდნენ პოლიციელები. ამაზე არავინ ლაპარაკობს. დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პიროტექნიკა გამოიყენეს და უამრავი ადამიანი ძალიან სერიოზულად დაზიანდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics