|
2025-02-03 11:41:44, 659 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს ჩვენებას
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას მისცემს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა შეკითხვით მიმართა, პროკურორ მიხეილ სადრაძეს, თუ რა ადგილიდან უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა, რადგან ამის დაკონკრეტებას კანონი ითხოვს. აღნიშნულზე სადრაძემ უპასუხა, რომ იმ ადგილიდან მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, რა მისამართიც გამოძიების ოქმშია მითითებული, კერძოდ კი, სოლოლაკიდან. ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა შუამდგომლობაში 2 მიზეზი მიუთითა, რის გამოც ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა, კერძოდ კი, დაზარებულის ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა, ასევე ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხი. მახარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაში 5 საათზე მეტი დროით იღებდა მონაწილეობას, თან ისე, რომ მას შესვენებაც არ მოუთხოვია. ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ ასაკის გამო ის ვერ შეძლებდა გამოცხადებას.
ნადარაია ივანიშვილის ხსენებაზე გაბრაზდა და კითხვა მოხსნა
ჩეხეთის საელჩო – ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ
საფრანგეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
ბრიტანეთის საელჩო- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



