|
2016-03-07 14:28:44, 708 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაუშვებელია
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. ომბუდსმენი საკონსტიტციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება. ნანუაშვილის თქმით, ამ მხრივ კანონმდებლობა გამკაცრდა, შესაბამისად ასეთ ქმედებაში ჩადენილი ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. "თავისთავად რაიმე შეთავაზება დანაშაული არ არის, მაგრამ გააჩნია ეს რა ფორმით და რის სანაცვლოდ შესაძლოა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეტალები გაირკვეს. კადრებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, ეს უფრო პრევენციის მიზნით გაკეთებული განცხადებაა. დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნებისმიერი ფორმით გამოქვეყნება და ნებისმიერი პირი, იმ გამკაცრებული სასჯელით, რომელიც შესულია კანონმდებლობაში, უნდა დაისაჯოს," - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი. „კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, რომ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ. განსაკუთრებით აქტიურობს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მოითხოვს ამ მასალების გასაჯაროება“ - ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)