|
2025-01-31 12:59:29, 415 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან
ირაკლი კობახიძე - რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ" ხმათა 54 პროცენტი, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში. „რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი, ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რა მოხდა „რუსთავი 2"- თან, „იმედთან" დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ეს ხომ ხელის გულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისათვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, თუ რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია. „რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ. საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ" ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)