|
2025-01-30 19:14:14, 643 ნახვა
საზოგადოება
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის მენეჯმენტი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის განცხადება დაადასტურა. პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ მაშინ, როდესაც საპოლიციო ძალები ძალადობრივი მეთოდებით მშვიდობიან დემონსტრანტებს უსწორდებოდნენ, თავად ტელევიზიის საეთეროში იმყოფებოდა. „საეთეროში შევდიოდი, რადგან ბევრი კადრები მოდიოდა და დაგვენახა აქეთ-იქიდან, როგორ იყო,“ - ამტკიცებს "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე. „საეთეროში სულ ორჯერ ვიქნები ნამყოფი. ერთხელ, როცა გააკეთეს, მესამე სართულზე რომ გამოიტანეს და დამაინტერესა, მეორეჯერ მართლაც ვიყავი. სწორი ინფორმაცია აქვს და სწორად მიაწოდეს. ეს იყო აქციის პირველი დღე. საეთეროში შევდიოდი, რადგან ბევრი კადრები მოდიოდა და მთლიანად დაგვენახა აქეთ-იქიდან, როგორ იყო. ის ჩართე, ეს ჩართე, მე ამის კომპეტენცია არ მაქვს, ეს მის სინდისზე იყოს,“ - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე. 3-4 თებერვალს პირველ არხში შეხვედრები გაიმართება. ორშაბათს საზმაუს მცველები ბორდის წევრებთან გამართავენ აუდიენციას, ხოლო სამშაბათს საზოგადოება შეხვდება მენეჯმენტს. „ჩვენ გვინდა ეთერი. ჩვენ მოვითხოვთ ეთერს. ორშაბათს, 14:00 საათზე იქნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც მცველები მოვალთ და დავილაპარაკებთ ბორდთან. სამშაბათს მენეჯმენტთან იქნება გაფართოებული შეხვედრა,“ - ამბობს ნინო ზაუტაშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს და ბორდის სხვა წევრებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანთა აზრის მოსმენა უწევდათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ "პირველი არხი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს. სხდომაზე პირველი არხის მენეჯმენტის წინაშე მამხილებელი განცხადება "მოამბის" წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკეთა. ჟურნალისტმა, რომელიც მოშიმშილე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ვასილ მაღლაფერიძე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს არბევდა, მაღლაფერიძე საეთეროში იმყოფებოდა, რისი უფლებაც მას არ აქვს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)