|
2025-01-29 19:56:45, 6632 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის ინფორმაციით, „ვივამედში“ მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით
სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება კი ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე შეხვდა პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გააცნეს, რომ დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაიწყო გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, რომ შეესრულოს ფაქტის გამოძიება და დროულად დადგინდეს პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზები და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზები. გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის გახდა ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნულ საკითხსაც. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)