|
2025-01-29 16:38:41, 524 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - სრული სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, რომ მოზარდი რიყის პარკში, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოზარდი არა რიყის პარკში, თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა, არამედ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში. სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებ ს მის ოჯახს“,- ნათქვამია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების წარმომადგენელმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო დეტალებთან დაკავშირებით, ისინი სხვა კომენტარს არ აკეთებენ. "ექსპრესნიუსი" დაინტერესდა ფაქტით, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ტრაგედიის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდნენ. უწყების წარმომადგენელმა პასუხს თავი ამ შემთხვევაშიც აარიდა. "ამ საგამოძიებო დეტალებთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით ვერაფერს", - განაცხადეს უწყებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)