|
2025-01-29 13:49:07, 511 ნახვა
სამართალი
აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს. საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის. 18 წლის ბიჭის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატის პოზიციით, დღეს ის საფრთხეები, რაც 7 დეკემბრის განჩინებაში იყო დასახელებული, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არაა – არის გამომძიებელი ან ექსპერტი და საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ამ მოწმეებზე. მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან საბა ჯიქია არ ცნობს თავს დამნაშავედ, დარჩენილიყო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ალტერნატივად კი განეხილათ გირაო 5000 ლარის ოდენობით. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა.
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



