22:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 08:43:41, 387 ნახვა

პოლიტიკა
პეტერ ფიშერი მზია ამაღლობელზე - წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე მზია ამაღლობელის პატიმრობის ამბავს ეხმაურება. წერს, რომ მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ ხელის დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ - წერს ელჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics