01:32 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 21:16:59, 491 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს 17 დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება

მზია ამაღლობელს დღეს ანალიზები აუღეს, თუმცა მისი პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. 17-დღიანი შიმშილობის ფონზე, ის ძალიან მხნედ გამოიყურება, - ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.

მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც მისი შიმშილობა არ შეიძლება.

„ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დღეს აუღეს ანალიზები, და ჯერ მისი პასუხი არ არის ჩვენთვის ცნობილი. მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადაადგილება და საუბარი, რაც ძალიან უჩვეულოა იმის ფონზე, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლის პირობებში ამდენი ხანი შიმშილობა არ შეიძლება. თუმცა, თავადაც უკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა, რომ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგაც, ქრონიკული დაავადებების მიუხედავად, თავს შემართებით გრძნობს,“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics