|
2025-01-28 16:30:08, 390 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი - ჩვენ ვართ რუსეთის საიმედო პარტნიორი კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირებაში
ამჟამად აფხაზეთში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც ახალი თაობის კანდიდატები მონაწილეობენ, საპრეზიდენტო კანდიდატები ერთხმად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან ძმური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ღია წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე აფხაზეთში „ძლიერი კონსენსუსი“ არსებობს, რომელიც ე.წ. „არჩევნების“ შედეგების მიუხედავად უცვლელი დარჩება. „საარჩევნო რბოლის ყველა მონაწილე აცნობიერებს, რომ რუსეთთან მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გასაღებია. გულწრფელად მადლობელი ვართ რუსეთის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის და ჩვენი მეგობრული ურთიერთობების უნიკალური ფორმატისთვის“, - აღნიშნულია წერილში. ამასთან, ვალერი ბგანბას მტკიცებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში ყალიბდება. „საკმარისი საფუძვლების გარეშე ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შერყევას ცდილობენ“, - აღნიშნულია წერილში. ვალერი ბგანბა მტკიცებით, აფხაზი ხალხი ყოველთვის ავლენდა ერთგულებას მოკავშირეთა ვალდებულებების მიმართ. „ჩვენ ვართ რუსეთის საიმედო პარტნიორი კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირებაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებიდან მხარს ვუჭერთ მის მიზნებსა და ამოცანებს, ხოლო ჩვენი თანამემამულეები დონბასში 2014 წლიდან აქტიურად იცავენ „რუსულ სამყაროს“, - აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)