|
2025-01-28 11:06:52, 452 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა PAEC-ს: მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება
„დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა ციხეში შიმშილობს, რომელსაც სახეში აფურთხებს და ამცირებს პოლიცია, პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. მოგიწოდებთ, არ ცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროპის საპარლამენტო ასამბლიაზე იმყოფება, სადაც ის ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა; საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა - ან ჩაეფლობა რუსულ ავტორიტარიზმში ან მოემზადება ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა, თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად, ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. ქართული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელმაც მოიპარა არჩევნები, ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის ნებას, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიმართავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრუტალური დარბევებით, მასობრივი დაპატიმრებებით, ცემით და წამებით; რომელსაც პოლიტიკური ბრალდებებით უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)